ბრედ პიტი: "ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო"

ბრედ პიტი: "ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო"

ბრედი ჟურნალ Esquire-ის ახალი ნომრის მთვარი გმირი გახდა. მსახიობმა ჟურნალის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა და გამოცემას ვრცელი ინტერვიუც მისცა.

"ძალიან ცოტა მეგობარი მყავს, მხოლოდ რამდენიმე ახლო მეგობარი და ჩემი ოჯახი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე ბედნიერი ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია. როდესაც რაღაცაში წინ მივიწევ, მაშინვე მინდა სხვა რამეზე გადავერთო. მაგალითად, კოლეჯი არ დამიმთავრებია. როგორი ბიჭი ვიყავი მაშინ? ბიჭი, რომელიც ყოველთვის ტოვებს ცოტა საჭმელს თეფშზე. უსახლკაროს ვგავდი. წლები უაზროდ დავხარჯე. შემდეგ კი ვიგრძენი, რომ შესაძლებლობებს ვკარგავდი, სწორედ მაშინ შეიცვალა ჩემი აზროვნება. ეს დაახლოებით 10 წლის წინ მოხდა. თითქოს თვალები ამეხილა. გადავწყვიტე აღარასდროს გამეშვა ხელიდან შესაძლებლობები. ეს იყო აღზევების გრძნობა", - განაცხადა პიტმა ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ ოდესმე ოჯახს შევქმნიდი, ეს ოჯახი დიდი  იქნებოდა. მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო... ახლა ეს ჩვენი სახლის მუდმივი მდგომარეობა. გამუდმებით ვიღაც იცინის, ტირის, ყვირის ან კიდევ რაიმე ხმას გამოსცემს. მაგრამ მე ეს ძალიან მიყვარს. შესაძლოა, სასიამოვნოა სასტუმროში ერთი დღის გატარება და ფიქრი: "მშვენიერია, ბოლოს და ბოლოს შემიძლია გაზეთის წაკითხვა", მაგრამ მეორე დღეს მენატრება მთელი ეს კაკაფონია."

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Esquire-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება