55 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი მამაკაცების მოხიბვლას აგრძელებს.
90-იანი წლების სექს-სიმბოლო კანის 66-ე კინოფესტივალზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. სტოუნმა საღამოსთვის გულახდილი კაბა შეარჩია.
"შერონის დანახვაზე სუნთქვა შეგვეკრა", - აღიარეს ფოტოგრაფმა მამაკაცებმა. ვარსკვლავი ფოტოგრაფების წინაშე პოზირებდა და არც ავტოგრაფებზე უთქვამს უარი.
შერონი 27 წლის საყვარელს, არგენტინელ მოდელს მარტინ მიკას 8 თვიანი რომანის შემდეგ დაშორდა. მსახიობმა ჟურნალისტებთან პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ისურვა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.