ეშტონ კატჩერმა მილა კუნისის მშობლები გაიცნო

ეშტონ კატჩერმა მილა კუნისის მშობლები გაიცნო

ჰოლივუდის მსახიობი ეშტონ კატჩერი პაპარაცებმა იმ დროს გადაიღეს, როდესაც ლონდონის ქუჩებში მილა კუნისსა და მის მშობლებთან ერთად სეირნობდა. ოთხივე ძალიან მხიარულად გამოიყურებოდა. საღამოს ყველანი ერთად თეატრ "ვიქტორიას სასახლეში" მუზიკლ "ბილი ელიოტის" სანახავად გაემართნენ.

მომდევნო დღეს მილა და ეშტონი ჩრდილოეთ ლონდონში კვლავ სეირნობისას ნახეს, თუმცა აჯერად ისინი მარტონი იყვნენ. "ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, - ციტირებს Us Weekly ერთ-ერთ თვითმხილველს, - შესანიშანვი ამინდი იყო, წყვილი ხელიხელჩაკიდებული სეირნობდა. ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ".

კვირას მსახიობები კვლავ კუნისის მშობლებს შეხვდნენ და იმ რესტორანში გაემართნენ, სადაც ცოტა ხნის წინ ეშტონმა და მილამ პრინცესა ბეატრისსა და მის შეყვარებულ დევიდ კლარკთან ერთად ისადილეს.

აღსანიშნავია, რომ კუნისი უკვე იცნობს კატჩერის მშობლებს. რამდენიმე კვირის წინ აიოვას შტატის ქალაქ სიდარ-რაპიდსში წყვილი კატჩერის მშობლებთან ერთად ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში ნახეს.

მილა კუნისს ამჟამად ენდი და ლანა ვაჩოვსკები ფანტასტიკურ ბოევიკში "იუპიტერის განთიადი" იღებენ. მსახიობს პარტნიორობას ჩანინგ ტატუმი უწევს. ფილმის პრემიერა მომავალი წლის ივლისისთვის არის დაგეგმილი.

მომზადებულია Us Weekly-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება