საბრძოლო დელფინებმა XIX საუკუნის ტორპედო აღმოაჩინეს

საბრძოლო დელფინებმა XIX საუკუნის ტორპედო აღმოაჩინეს

ამერიკის ფლოტის შეიარაღებაში მყოფმა საბრძოლო დელფინებმა, ერთ-ერთი წვრთნის დროს კალიფორნიის ნაპირებთან იშვიათი სახეობის იარაღი - XIX საუკუნეში შექმნილი ტორპედო აღმოაჩინეს.

ძუძუმწოვრების მითითებით, მეზღვაურებმა წყლის ზედაპირზე 1870 წელს შექმნილი ე.წ. "ჰოუელის ტორპედო" ამოიტანეს, რომელსაც ეს სახელი გამომგონებელი ადმირალის პატივსაცემად შეარქვეს. თავის დროზე მოცემული ტიპის ტორპედო დიდ ტექნიკურ სიახლედ ითვლებოდა. წყალქვეშ მოძრავ ჭურვს სამიზნის განადგურება 400-700 მ-ის მანძილზე შეეძლო.

საბრძოლო დელფინების თემატიკაზე ამერიკული ფლოტი 1960 წლიდან მუშაობს. 19 სხვადასხვა სახეობაზე (მათ შორის ფრინველები და ზვიგენები) ჩატარებული ტესტების შედეგად, საუკეთესოებად მეზღვაურებმა აფალინის სახეობის დელფინები და საზღვაო ლომები შეარჩიეს. 2007 წელს ზღვის ძუძუმწოვრების სასწავლო პროგრამაზე ამერიკის ფლოტმა 14 მილიონი დოლარი დახარჯა. პროგრამა დელფინებისთვის ნაღმების, მოწინააღმდეგის მყვინთავების და საზღვაო დივერსანტების აღმოჩენის შესწავლას ითვალისწინებს.

ვიეტნამის ომის დროს, ამერიკელები საბრძოლო დელფინებს გემების ნავსადგურების დასაცავად იყენებდნენ. დელფინების გამოყენების გარეშე არც ერაყის პირველ და მეორე სამხედრო კამპანიებს ჩაუვლია. არსებული ცნობით, სპარსეთის ყურეში ამერიკის ფლოტმა 75-მდე დელფინი გამოიყენა.

მსგავს თემაზე სსრკ-შიც მუშაობდნენ. საბჭოეთში საბრძოლო დელფინებს შავ ზღვაზე სევასტოპოლის მახლობლად მდებარე საიდუმლო ბაზაზე ამზადებდნენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ flot.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე