კანის კინოფესტივალზე მესამე ხმაურიანი ძარცვის ფაქტი მოხდა

კანის კინოფესტივალზე მესამე ხმაურიანი ძარცვის ფაქტი მოხდა

კანის 66-ე კინოფესტივალზე ხმაურიანი ძარცვის ფაქტები გრძელდება. ამჯერად მძარცველები კომპანიების - CIT Group-ისა და Silver Pictures-ის მფლობელის მიერ დაქირავებულ აგარაკს დაესხნენ თავს. როგორც კანის პოლიცია იტყობინება, ვიდრე აგარაკის ბინადრები ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ქურდებმა სახლში სახურავიდან შეაღწიეს.

მოპარულია ძვირფასი ნივთები, მათ შორის პორტატული კომპიუტერები და საიუველირო ნაწარმი, ასევე ნაღდი ფული. "მხოლოდ პასპორტები და საკრედიტო ბარათები დაგვიტოვეს", - განაცხადა CIT Group-ის ხელმძღვანელმა კევინ ჰანამ.

მანამდე კანის კინოფესტივალზე ერთ-ერთი სასტუმროს ნომერი გაძარცვეს, საიდანაც 1,4 მლნ დოლარის ღირებულების ცნობილი შვეიცარული კომპანია "შოპარის" საიუველირო ნაწარმი გაიტაცეს. გაქურდეს ასევე მსხვილი ჩინური კინემატოგრაფიული კომპანიის მმართველის ნომერიც.

ქალაქის ხელისუფლებამ ფესტივალის სასახლის შიდა ტერიტორიაზე კონტროლი გაამკაცრა და თითოეულ შემსვლელ-გამსვლელს გულდასმით ამოწმებს.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება