ლინდსი ლოჰანს 5 მლნ დოლარს ედავებიან

ლინდსი ლოჰანს 5 მლნ დოლარს ედავებიან

ლინდსი ლოჰანის ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. ვარსკვლავი უკვე იშვიათად თამაშობს ახალ ფილმებში და უამრავი ვალი აქვს, რომელთა გადახდა მის მეგობრებს უწევთ. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ლინდსი ახლა სარეაბილიტაციო კლინიკაში მკურნალობს.

თავად ლინდსი ყველანაირად ცდილობს ფულის შოვნას. მაგალითად, ზამთარში მსახიობმა ბრენდ D.N.A.M-ს უჩივლა. მათი"ომი" უკვე წლებია გრძელდება. ბრენდმა ლინდსის მათთვის ტანსაცმლის კოლექციის შექმნა და შემდეგ სარეკლამო სახედ გახდომა შესთავაზა. თუმცა ამაში ლოჰანის თქმით, მას ერთი ცენტიც არ აუღია. სარჩელში ვარსკვლავი 1.1 მლნ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.

უმოქმედოდ არც მოდური ბრენდი D.N.A.M.-ია. კომპანიამ ლინდსის წინააღმდეგ საპასუხო სარჩელი შეიტანა და მისგან 5 მლნ დოლარიც მოითხოვა. ბრენდის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ლინდსი ლოჰანმა არა მხოლოდ ვერ წასწია წინ D.N.A.M., არამედ თავისი შეუფერებელი საქციელით მისი დისკრედიტაცია მოახდინა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება