ამერიკელი სამხედროები ყირგიზეთს ტოვებენ

ამერიკელი სამხედროები ყირგიზეთს ტოვებენ

ყირგიზეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიიდან ამერიკული სამხედრო ბაზის გაყვანის პროცედურა დაიწყო. მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. გეგმით ამერიკელმა სამხედროებმა ყირგიზეთის ტერიტორია 2014 წლის 11 ივლისამდე უნდა დატოვონ.

ყირგიზეთის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების ყოფნის საკითხი ბოლო წლების განმავლობაში აქტიური განსჯის საგანია. 2006 წლიდან მოყოლებული, ბაზის ყოფნა -არ ყოფნაზე და მისი იჯარის ღირებულებაზე ქვეყნის პარლამენტში ცხარე დებატები არაერთხელ გამართულა.

სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე ამერიკელები ყირგიზეთის ტერიტორიაზე 2001 წლიდან იმყოფებიან. თავდაპირველად მანასის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია ანტიტერორისტული კოალიციის ერთ–ერთ ძირითად ბაზად ითვლებოდა. დღეს მანასი ამერიკის სატრანზიტო გადაზიდვების ცენტრად ითვლება. შეთანხმების საფუძველზე, ქვეყნის სატრასპორტო დერეფნის მიზნით გამოყენებისთვის, ყოველწლიურად თავად ბაზის იჯარის საფასურის გარდა, ვაშინგტონი ყირგიზეთს 60 მილიონ დოლარს ურიცხავს.

დღეს ბაზის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები ბაზირებენ, რომლებსაც ავღანეთში მყოფი სამხედრო კონტიგენტისთვის რეგულარულად სხვადასხვა სახის ტვირთები ჩააქვთ.

გარკვეულწილად ყირგიზეთიდან ამერიკელების გასვლის მომხრე რუსეთია, რომელსაც საკუთარი საზღვრების სიახლოვეს ამერიკული სამხედროების ყოფნა ძალიან აღიზიანებს. ოფიციალური ცნობებით, ჯერ კიდევ 2010 წლის აპრილში, რუსეთის მთავრობა ყირგიზეთის პრეზიდენტს, ქვეყნის ტერიტორიიდან ამერიკული ბაზის გაყვანის სანაცვლოდ 1,7 მილიარდ დოლარიან კრედიტს სთავაზობდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ warfiles.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა