ჭორები იმის შესახებ, რომ მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი და მისი მეუღლე მარია შრაივერი მსახიობის უკანონო შვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ შერიგდნენ, დადასტურდა.
პორტალმა TMZ-მ მათი ქალიშვილის, კრისტინას გამოსაშვები საღამოს ამსახველი ვიდეო მასალა მოიპოვა, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ შვარცენეგერი მეუღლეს თვალებში შესციცინებს, წელზე ხელს ხვევს და ხალხის მასისგან იცავს, შრაივერი კი ამის წინააღმდეგი არ არის.
ორი წლის წინ არნოლდმა აღიარა, რომ შინამოსამსახურესთან უკანონო შვილი შეეძინა. მარიამ იგი სახლიდან გააგდო, ადვოკატი დაიქირავა და გაყრის პროცესისთვის მოემზადა, რომელიც დღემდე გრძელდება.
დასავლურ მედიაში წერენ, რომ წყვილს ერთმანეთი ისევ უყვარს და რომ შვარცნეგერი მეუღლის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.
მომზადებულია starslife.ru-ის მიხედვით.