ყველაზე გავლენიანი ქალი ისევ ანგელა მერკელია

ყველაზე გავლენიანი ქალი ისევ ანგელა მერკელია

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა. ადგილებს შვიდი კატეგორიის წარმომადგენლები ინაწილებენ: მილიარდერები, ბიზნესი, გართობა და მოდა, მედია, არაკომერციული ორგანიზაციები, პოლიტიკა და ტექნოლოგია. რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს ფული, მედიაში პოპულარობა და ინდუსტრიაზე გავლენა.

2013 წლის რეიტინგში სახელმწიფოს 9 მეთაური მოხვდა, პირველი ადგილი კი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაიკავა.

რეიტინგში 15 ახალი წევრია, მათ შორის სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ კინ ხე.

ანგელა მერკელი ზედიზედ მესამე წელია რეიტინგს ლიდერობს. მეორე ადგილზე ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი გავიდა. მესამე ადგილს კი წელს ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა იკავებს.

მიშელ ობამა მეოთხე ადგილს დასჯერდა. ხუთეულს ჰილარი კლინტონი ასრულებს, რომელიც შარშან მეორე ადგილს იკავებდა. 

ყველაზე გავლენიანი ქალების ათეულში ასევე აღმოჩნდნენ Facebook-ის ოპერაციული დირექტორი შერილ სანდბერგი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების მინისტრი ჯანეტ ნაპოლიტანო, ინდოელი პოლიტიკოსი სონია განდი და PepsiCo-ს დირექტორი ინდრა ნუი.

პლანეტის ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგს ამერიკული ჟურნალი Forbes-ი 2004 წლიდან ადგენს.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა