ევა ლონგორიამ მაგისტრის დიპლომი აიღო

ევა ლონგორიამ მაგისტრის დიპლომი აიღო

ევა ლონგორიამ კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ლათინო-ამერიკული კულტურის მაგისტრის დიპლომიც აიღო.

გასაკვირი არაა, რომ ევამ სწორედ ეს სპეციალობა აირჩია - მისი მშობლები წარმოშობით მექსიკიდან არიან. აღსანიშნავია, რომ დიპლომის გადაცემის ცერემონიას ევას დედ-მამაც დაესწრნენ.

"თქვენ არასოდეს იქნებით ზედმეტად ბებერი ან ზედმეტად დაკავებული იმისთვის, რომ სწავლა განაგრძოთ", - დაწერა ევა ლონგორიამ მიკრობლოგ "ტვიტერზე", სადაც დიპლომის გადაცემის ცერემონიის ფოტოებიც განათავსა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება