გვინეტ პელტროუ: "ვაფასებ ჩემს საქმეს, მაგრამ ოჯახი ჩემთვის ცხოვრების მთავარი სიყვარულია"

გვინეტ პელტროუ: "ვაფასებ ჩემს საქმეს, მაგრამ ოჯახი ჩემთვის ცხოვრების მთავარი სიყვარულია"

მაისის დასაწყისში გამოვიდა ეკრანებზე ბლოკბასტერი "რკინის კაცი-3", რომელშიც გვინეტ პელტროუმ ქალის მთავარი როლი შეასრულა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას გვინეტმა ფილმზეც ისაუბრა და თავის შვილებზეც.

- რა იყო ყველაზე მთავარი გადასაღებ მოედანზე?

- მინდოდა, რომ ფანტასტიკური კომიქსის გმირები რაც შეიძლება ადამიანურები ყოფილიყვნენ, მათი ურთიერთობები კი - რეალური. მგონი, მოვლენებით ასე გაჯერებულ ფილმში ეს მნიშვნელოვანია.

- შვილები თქვენთან იყვნენ?

- თავისთავად. ვაჟი ყველაზე მეტად განიცდიდა. დიდხანს ვერც იჯერებდა, რომ საკულტო "რკინის კაცში" მივიღებდი მონაწილეობას. ვაფასებ ჩემს საქმეს, მაგრამ ოჯახი ჩემთვის ცხოვრების მთავარი სიყვარულია. წელიწადში მაქსიმუმ სამ პროექტზე ვთანხმდები და ვცდილობ მეტი დრო გავატარო ბავშვებთან - ისინი ძალიან სწრაფად იზრდებიან. გარდა ამისა, ყოველთვის ვითხოვ, ისე დამიგეგმონ სამუშაო, რომ ჩემი ეპიზოდები ზედიზედ გადაიღონ - ამიტომაც სახლიდან დიდხანს არ მიწევს გასვლა. ეპლი და მოზესი გადაღებებზე უქმეების დროს მესტუმრნენ და ძალიან ბედნიერები იყვნენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება