რამდენიმეწლიანი წარმატებული მუსიკალური კარიერის შემდეგ, მომღერალი ჯენეტ ჯექსონი მილიარდერთა კლუბში გაწევრიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალმა საგასტროლო ტურნეს ფარგლებში 158 მლნ დოლარი იშოვა. კიდევ 304 მლნ აშშ დოლარი ჯენეტმა ფილმებში თამაშით დააგროვა.
ვარსკვლავმა ალბომების გაყიდვიდან 260 მლნ დოლარის მოგება ნახა, ხოლო 81 მლნ დოლარი წარმატებული საქმიანი გარიგებების მეშვეობით დააგროვა.
მილიარდერთა კლუბის დიდი ხნის წევრია ჯენეტის მეუღლე ვისაამ ალ-მანა, რომელსაც წარმატება ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულმა ინვესტიციებმა მოუტანა.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.