ამერიკელი ბოისკაუტები საკუთარ რიგებში გეებს მიიღებენ

ამერიკელი ბოისკაუტები საკუთარ რიგებში გეებს მიიღებენ

ამერიკის ბოისკაუტების საყმაწვილო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საკუთარ რიგებში გეებს მიიღებს. მათ გადაწყვიტეს გააუქმონ აკრძალვა, რომელიც ბოისკაუტების ისტორიის მანძილზე არსებობდა.

გადაწყვეტილება ორგანიზაციის ეროვნული საბჭოზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. სიახლე მხოლოდ ბოისკაუტებში ჩარიცხვის მსურველ ამერიკელ მოზარდებს შეეხებათ. ამასთან, პედაგოგად გეებს არ მიიღებენ.

Associated Press-ი აღნიშნავს, რომ საბჭოს ყრილობა ამერიკის ბოისკაუტების შტაბ-ბინაში, ტეხასის შტატში, დალასის შემოგარენში ჩატარდა. აკრძალვის გაუქმებას საბჭოს 1400 წევრიდან 60%-ზე მეტმა მისცა ხმა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ბოისკაუტების რიგებში გეების მიღების მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების დაპირისპირება შესაძლოა, გაგრძელდეს. რიგი კონსერვატიული რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც ამერიკის ბოისკაუტებს აფინანსებენ, ადრე დაიმუქრნენ, რომ თუ გეების ჩარიცხვაზე აკრძალვა გაუქმდებოდა, ახალგაზრდულ ჯგუფთან თანამშრომლობას შეწყვეტდნენ.

ამჟამად, სკაუტების ახალგაზრდული ორგანიზაცია აშშ-ში დაახლოებით 2,6 მლნ წევრს ითვლის,  ასევე მილიონ ზრდასრულ ლიდერსა და მოხალისეს.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა