მორგან ფრიმენს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა

მორგან ფრიმენს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა

75 წლის მსახიობი მორგან ფრიმენი კოლეგასთან, მაიკლ კეინისთან ერთად ტელეარხ US TV-ს სტუმრობდა.

ვარსკვლავებს ახალ ფილმზე "ახლა მხედავ" (Now You See me) უნდა ესაუბრათ, მაგრამ მორგანს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა. ტელეწამყვანებს კეისი აიტჩისონსა და ბილ უიქსის მაიკლი ახალ ფილმზე ესაუბრებოდა, თუმცა ვერავინ შეიმჩნია, რომ სკამზე მოკალათებულ მორგანს ტკბილად ეძინა და რაზე საუბრობდნენ ინტერვიუს დროს საერთოდ არ გაუგია.

ტელეწამყვანები შეკითხვას მხოლოდ მაიკლს უსვამდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, პირდაპირ ეთერში არსებული უხერხულობა დაეფარათ. მათ მორგანის გაღვიძება არც კი უცდიათ. მოგვიანებით ჰოლივუდის ვარსკვლავმა გაიღვიძა, მაგრამ ცუდ ხასიათზე იყო. მას არაფერი უთქვამს.

მომზადებულია US TV-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება