ვარსკვლავები, რომლებსაც ასაკი მოუხდათ

ვარსკვლავები, რომლებსაც ასაკი მოუხდათ

კანის კინოფესტივალზე ჩასული შერონ სტოუნი ყურადღების ცენტრში მოექცა. დასავლურ მედიაში კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ მსახიობს წლები ვერაფერს აკლებს. წლებთან ერთად 55 წლის სტოუნი სულ უფრო მიმზიდველი და სექსუალური ხდება.

შერონი ერთადერთი ვარსკვალვი არაა, რომელსაც ასაკი მოუხდა. ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჯანსაღი საკვებისა და სპორტის მეშვეობით, მსახიობი გვინეტ პელტროუ 1998 წლიდან მოყოლებული 1 დღითაც არ დაბერებულა.

1997 წელს ქეით ბეკინსეილი წითელ ხალიჩაზე საზარელი გრიმით და კიდევ უფრო საზარელი სამოსით გამოჩნდა. ვარსკვლავს სახე გათეთრებული ჰქონდა, ხოლო მისი მუქი ხაკისფერი კოსტუმი დიდი ხნის განმავლობაში იყო მოდის კრიტიკოსთა განსახილველი თემა. დღეისთვის ქეითი რადიკალურად არის შეცვლილი. სულ უფრო ქალური და დახვეწილი ხდება.

იმ ვარსკვლავთა შორის, რომლებიც ასაკთან ერთად სულ უფრო სექსუალურები ხდებიან, არიან მიშელ ფაიფერი, კაროლ ვორდერმანი, ჯულიანა მური და დემი მური.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება