ბიონსე ათწლეულის საუკეთესო ვარცხნილობების მქონე ვარსკვლავად დაასახელეს

ბიონსე ათწლეულის საუკეთესო ვარცხნილობების მქონე ვარსკვლავად დაასახელეს

ბიონსეს უამრავ ჯილდოს და ტიტულს კიდევ ერთი შეემატა: მომღერალი ათწლეულის საუკეთესო ვარცხნილობების მქონე ვარსკვლავად დაასახელეს. წამყვანმა თმის სტილისტებმა ერთხმად აღიარეს: რაც ბიონსეს თავზე 10 წლის განმავლობაში ხდება, შეუდარებელი სადალაქო ოსტატობის შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ბიონსე საკმაოდ ხშირად იცვლის ვარცხნილობას. ვარსკვლავმა მოსინჯა თითქმის ყველაფერი - დაწყებული აფრიკული ნაწნავებიდან, დამთავრებული გასწორებული თმით და უნდა აღინიშნოს, რომ მომღერალს ყველაფერი უხდება. სწორედ ამიტომ ბიონსემ წამყვანი სტილისტების ხმათა 20 პროცენტი დაიმსახურა.

მეორე ადგილი სპორტსმენ დევიდ ბექჰემს ხმათა 18 პროცეტით ერგო, ხოლო საპატიო მესამე ადგილზე შერილ კოული გავიდა.

ათწლეულის საუკეთესო ვარცხნილობის მქონე ვარსკვლავთა ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ბიონსე

2. დევიდ ბექჰემი

3. შერილ კოული

4. ქრისტინა აგილერა

5. ემი ვაინჰაუსი

6. ბორის ჯონსონი

7. ქეით მიდლტონი

8. კეიტ მოსი

9. ლედი გაგა

10. შერონ ოსბორნი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Grazia Daily-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება