მსახიობი კიანუ რივზი ფოტორეპორტიორებმა რუს მსახიობ ანა სკიდანოვასთან ერთად გადაიღეს. მსახიობი ამჟამად კანშია, რათა სარეჟისორო დებიუტი - სურათი "ტაი-ცზის ოსტატი" წარადგინოს.
ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც რივზი უცნობ ქერათმიან ქალთან ერთად იახტით სეირნობისას არის აღბეჭდილი. ამერიკელი მსახიობი ქერათმიან ქალთან და სხვა სტუმრებთან ერთად იახტა "ოდესაზე" ერთობა, სადაც ჰოლივუდის წამყვანმა კინოპროდუსერებმა კოქტეილის წვეულება გამართეს.
კიანუ და მისი თანამგზავრი დროს რომანტიულად ატარებდნენ: შანპანურს სვამდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ და ზღვას გასცქეროდნენ.
რუსმა ჟურნალისტებმა რივზის თანამგზავრი მაშინვე ამოიცნეს. მათი თქმით, ვარსკვლავის თანმხლები რუსი მსახიობი ანა სკიდანოვაა. როგორ გაიცნეს კიანუმ და ანამ ერთმანეთი, უცნობია.
ახლახან სკიდანოვა ჰოლივუდის დასაპყრობად გაემგზავრა, სადაც ლინდსი ლოჰანთან, ჯასტინ ბიბერთან და ჩარლი შინთან ერთად ფილმ Scary Movie 5 ("ყველაზე საშიში ფილმი -5") ითამაშა. შესაძლოა სწორედ ლოს-ანჯელესში გაიცნო 26 წლის რუსმა მსახიობმა 48 წლის კიანუ.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.