საიმონ ბეიკერი - "ურთიერთობები მძიმე შრომაა და ბევრი მოთმინება"

საიმონ ბეიკერი - "ურთიერთობები მძიმე შრომაა და ბევრი მოთმინება"

სავსებით შესაძლებელია, არ გინახავთ სერიალი "მენტალისტი", შეიძლება გამოტოვეთ პრემიერა ხალისიანი ფილმისა "წელიწადს გაძლევ", შეიძლება ვერ დაიმახსოვრეთ ეს ავსტრალიელი ფილმში "ეშმაკს აცვია პრადა", თუმცა არასდროს არის გვიან მისი აღმოჩენა. მსახიობი საიმონ ბეიკერი ამჟამად წარმოადგენს არომატს Gentleman Only ot Givenchy.

ნიკოლ კიდმანის რჩევით გაამერიკელებული

მსახიობი ავსტრალიაში დაიბადა, კუნძულ ტასმანიაზე ქალაქ ლონსესტონში. იქ დღემდე ცხოვრობს მამამისი. საიმონი 2 წლის იყო, როცა მშობლები გაიყარნენ და დედა ისევ გათხოვდა. "კუნძულიდან წამოვედით და სამხრეთ უელსში გადმოვბარგდით", - იხსენებს საიმონი. ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, თუმცა ავსტრალიაში კვლავ აქვს სახლი.

აშშ-ში ბედის საძიებლად თავისი მეგობრისა და თანამემამულის ნიკოლ კიდმანის რჩევით გაემგზავრა. ნიკოლი მისი უფროსი შვილის ნათლიაც არის. კიდევ ერთი ცნობილი ავსტრალიელი - ნაომი უოტსი, უმცროსის ნათლიაა.

ამერიკაში საიმონს ერთბაშად არ გამართლებია. სხვადასხვა ფილმში თამაშობდა - ხანდახან ეპიზოდურ როლებშიც. მთავარ როლებში იყო საკულტო "ლოს-ანჯელესის საიდუმლოებებში", "რისკის ზღვარი", თამაშობდა საშინელებათა ფილმებში - "მიცვალებულთა მიწა", "ზარი-2", ფანტასტიკურ "წითელ პლანეტაშიც" კი ითამაშა. ამ ბოლო დროს მის ფილმოგრაფიას მიემატა "სექსი და 101 სიკვდილი". სერიალმა "მენტალისტმა" პოპულარული გახადა, მერე იყო "პრადა". "ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა წაიკითხა სცენარი და მირჩია, მეთამაშა ამ ფილმში", - ამბობს საიმონი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება