ევროვიზია 2013 - "17 მაისის საღამომდე ჩვენ მიმართ ფანტასტიკური დამოკიდებულება იყო..."

ევროვიზია 2013 - "17 მაისის საღამომდე ჩვენ მიმართ ფანტასტიკური დამოკიდებულება იყო..."

საიმედო პროგნოზის მიუხედავად, წელს "ევროვიზიის" კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები - ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი ათეულშიც ვერ მოხვდნენ, რასაც საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში, 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. ზოგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კონკურსზე საქართველოს მონაწილეობას აზრიც არ აქვს, რადგან უკვე მერამდენე წელია, "ევროვიზიაზე" ჩვენს ქვეყანას "ვერ ამჩნევენ". გადავწყვიტეთ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თავად კონკურსანტებისთვის გვეკითხა აზრი.

- თქვენი აზრით, "ევროვიზიაზე" საქართველოს რატომ ვერ "ამჩნევენ"?

სოფო გელოვანი:

- ვერ ვიტყვი, რომ ვერ ამჩნევენ. ვფიქრობ, რომ წელს ძალიანაც "შემჩნეული" ვიყავით. ფავორიტებს შორის მოვიაზრებოდით. სანამ კონკურსზე გავემგზავრებოდით, "ბუქმეიკერებში" მეექვსე-მეშვიდე ადგილზე ვიყავით, შემდეგ კი უფრო წინ წავიწიეთ. ჟურნალისტები გვეკითხებოდნენ: გაისად "ევროვიზიას" სად ჩაატარებთ - თბილისში თუ ბათუმშიო?

- საბოლოო ჯამში, "ევროვიზიაზე" წარმატების მიღწევაში საქართველოს ამჯერადაც რაღაცამ შეუშალა ხელი. მაინც მიგაჩნიათ, რომ ამ კონკურსზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობას აზრი აქვს?

ნოდიკო ტატიშვილი:

- ჯერ ერთი, პატარა ქვეყნები "პიარისთვის" უამრავ თანხას ხარჯავენ და მეორე - "ევროვიზია" ყველაზე პრესტიჟული შოუა. აქ საქართველოს დროშა რაც მეტად გამოჩნდება, უკეთესია. მით უმეტეს, როცა ისეთი მომღერალი გყავს, რომელიც ქვეყანას სათანადოდ წარადგენს. ყველა მომღერალს ამ კონკურსზე ერთხელ მაინც მოხვედრას ვუსურვებ, რადგან იქ პროფესიონალიზმის უმაღლესი დონეა! რა თქმა უნდა, საქართველომ "ევროვიზიაზე" მონაწილეობა უნდა მიიღოს. "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მე ვერ გავაკრიტიკებ, - "ევროვიზიაზე" ფულს რატომ ხარჯავთ-მეთქი? თუ ფულის ხარჯვაა, სწორედ ევროვიზიაში უნდა დაიხარჯოს!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება