ყველაზე წარმატებული მამაკაცი მოდელები

ყველაზე წარმატებული მამაკაცი მოდელები

ძლიერი სქესის წარმომადგენლები რა ხანია ცდილობენ, სამოდელო ბიზნესი დაიპყრონ, მაგრამ ჯერჯერობით ქალებთან მარცხდებიან. თუ ჟიზელ ბუნდჰენის შემოსავალი წელიწადში 40-45 მლნ დოლარით მატულობს, მამაკაცი მოდელი წარმატებულად მიიჩნევა, თუ მისი წლიური შემოსავალი მილიონ დოლარს შეადგენს.

ყველაზე ცნობილი რუსი მამაკაცი მოდელი დასავლურ სამოდელო ბიზნესში დანილა პოლიაკოვია, რომელიც პოდიუმზე ხან მამაკაცის სახით წარდგება და ხანაც - ქალის. თუმცა შემოსავლის დონით მას ციმბირელი არტურ კულკოვი უსწრებს. სიჭაბუკეში აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში, ბრუკლინში მიიღო უმაღლესი განათლება და ბიზნესმარკეტინგს დაეუფლა. სამოდელო სააგენტოს სკაუტმა მას მაშინ მიაქცია ყურადღება, როცა არტური მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. თავდაპირველად ახალგაზრდა ბიჭი მტრულად განეწყო და კატეგორიული უარი განაცხადა კასტინგზე წასვლაზე, თუმცა მერე გადაიფიქრა. არც უნანია: ახლა ყოველ სეზონზე მინიმუმ ერთი ახალი კონტრაქტი აქვს, თუ გაუმართლებს - რამდენიმეც კი.

ადამ სენი სამოდელო ბიზნესში პირდაპირ სკოლის დამთავრების შემდეგ მოხვდა. ტიპური სერფერის გარეგნობის მქონე ბიჭი ერთ-ერთი ტეხასური სასტუმროს დერეფანში შენიშნა სამოდელო სააგენტოს მენეჯერმა. სენს არც კი შეჰპარვია ეჭვი, რომ გამოუვიდოდა მოდელობა. მისი პირველი ფოტოგრაფი მარიო ტესტინო იყო, რომელიც ადრე ძირითადად პრინცესა დაიანას იღებდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება