ელიზაბეტ ტეილორის პირველი საქორწინო კაბა აუქციონზე გაიყიდება

ელიზაბეტ ტეილორის პირველი საქორწინო კაბა აუქციონზე გაიყიდება

ზაფხულში Christie's-ს აუქციონზე ნამდვილად ძვირფასი ლოტი იქნება წარმოდგენილი: ელიზაბეტ ტეილორის საქორწინო კაბა, რომელიც ლეგენდარულ მსახიობს პირველი ქორწინებისას ეცვა. მაშინ ვარსკვლავი მხოლოდ 18 წლის იყო.

ელიზაბეტის რჩეული კონრად ჰილტონ-უმცროსი გახდა, ხოლო თავად ღონისძიება, რომელიც 1950 წელს გაიმართა, იმ დროის ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა. წყვილი ერთმანეთს 7 თვის შემდეგ დაშორდა.

რაც შეეხება თავად კაბას, მის შექმნაზე 15 ადამიანი 3 თვის განმავლობაში მუშაობდა. მუშაობის პროცესს ცნობილი დიზაინერი ჰელენ როუზი ხელმძღვანელობდა. სამოსი ატლასისგანაა შეკერილი და ბისერებითა და ხელოვნური მარგალიტებითაა გაფორმებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ლოტის საწყისი ფასი 80 000 აშშ დოლარი იქნება.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება