ირაკლი ჩოლოყაშვილი - "ხალხი ენაძლევება ერთმანეთს, როგორ გაგრძელდება ჩემი და ნინას ურთიერთობა"

ირაკლი ჩოლოყაშვილი - "ხალხი ენაძლევება ერთმანეთს, როგორ გაგრძელდება ჩემი და ნინას ურთიერთობა"

სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მუსიკის მასწავლებლის როლს ირაკლი ჩოლოყაშვილი ასრულებს. ცნობილ მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში ვესტუმრეთ, რომ მის ახალ როლზე გვესაუბრა. სერიალიდან და სამსახიობო ცხოვრებიდან ისე გადავინაცვლეთ პოლიტიკაზე, ვერც კი მივხვდით.

- გადაცემის წამყვანობაზე მივედი სინჯებზე და საბოლოოდ "ჩემი ცოლის დაქალებში" მოვხვდი. ვიცნობდი ჯგუფის წევრებსაც, მსახიობებსაც, ასე რომ, სამუშაო პროცესი სასიამოვნო აღმოჩნდა. სერიალს ვუყურებდი კიდეც. ჩემს პერსონაჟს საინტერესო განვითარება მისცეს, რასაც არ ველოდი. თურმე მაყურებელს ცოტა უნდა ენერვიულა (იღიმის).

- აქ რომ მოვდიოდი, ერთმა-ორმა ადამიანმა დამაბარა, რა ნერვების მომშლელი სიმღერის მასწავლებელიაო.

- (იცინის) მართალი გითხრათ, ბევრ სხვა რამესაც ვაკეთებ, შესაბამისად, არ მაქვს ნანახი, რა ვითამაშე. ამ სერიალის პოპულარობა საკუთარ თავზე გამოვცადე. ერთმა-ორმა მეც მითხრა, ოხ, შე საზიზღაროო. ხალხი თურმე განიცდის პერსონაჟების ბედს. მირეკავენ, მერე რა მოხდებაო, ეს კი ნამდვილად არ ვიცი.

- პოპულარობა თქვენთვის პი­როვნულად რამდენად მნიშვნელ­ოვანია?

- მაინც ხარ ამაზე დამოკიდებული. თავადვე გრძნობ, ხარ თუ არა იმ მომენტში რეიტინგული. როდესაც ერთხელ შეეჩვევი, რომ ქუჩაში გიცინიან და გცნობენ და მერე ეს ყველაფერი ქრება, კითხულობ - რატომ? პირველ ეტაპზე ალბათ ეს სასიამოვნო იყო, როცა ქუჩაში მცნობდნენ. მერე და მერე ცხოვრების ნაწილი გახდა, გინდა თუ არა, ასეა.

- როდესაც როლს ქმნით, ვი­სი აზრი არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- ჯობია, გადაამოწმო, როგორ ითამაშე, მაგრამ თუკი კინოში ან სერიალში შეცდომა მოგივიდა, ის საშვილიშვილოდ დარჩება და მერე შვილიშვილებთან უნდა აგო პასუხი (იცინის). როცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ ამ პროფესიით, ნებისმიერის აზრი უნდა მოისმინო. უფრო მეტად მაინც ჩემი პედაგოგის, ლევან წულაძის შეხედულებები მაინტერესებს.

- თქვენი და ნინას პერსონაჟები უნდა გადაკვეთილიყო თითქოს, მაგრამ ნინას ღალატი არ შედგა...

- ამ ეტაპზე (იცინის). ბევრი ელოდებოდა, მაგრამ არავის უნდოდა, ეს უცნაურია. ამიტომაც აქვს ამ სერიალს მაღალი რეიტინგი, არ აძლევს მაყურებელს მოდუნების საშუალებას. არ ვიცი, როგორ შეტრიალდება ჩემი გმირის ცხოვრება, ამას მაყურებელი ნახავს. სცენარს მიგზავნიან ხოლმე წინასწარ მეილზე, მაგრამ ვერ ვნახულობ. ისე მოხდა, რომ როცა გადაღებაზე მივედი, არ ვიცოდი, სიუჟეტი როგორ განვითარდებოდა. წავიკითხე ერთი საათით ადრე და მოვკვდი სიცილით. მერე შევეცადე, იმ ეპიზოდში, სადაც ნინას კაფეში ხვდება, რაღაც გამეთამაშებინა. საინტერესო იყო და მგონია, რომ რაღაც გამოვიდა.

- ოჯახის წევრები ახალ როლს როგორ შეხვდნენ?

- სიუჟეტზე მეკითხებიან ხოლმე. ჩემ გარშემო ხალხი ენაძლევება ერთმანეთს, როგორ გაგრძელდება ჩემი და ნინას პერსონაჟების ურთიერთობა და მთხოვენ, სანამ ეთერში გავა, ვუთხრა, როგორ განვითარდება მოვლენები (იცინის).

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება