სირიის ადგილობრივი, პროსახელისუფლო ტელევიზიის ცნობილი ჟურნალისტი იარა აბასი სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, საინფორმაციო სატელევიზიო არხის "ალ-იკჰაბარიას" ჟურნალისტი ჰომსის პროვინციაში, აეროპორტთან ახლოს მოკლეს.
აბასი და მისი გადამღები ჯგუფი ერთ-ერთ ბაზაზე "ჰესბოლას" ექსტრემისტებისა და სახელისუფლებო ჯარის შტურმს აშუქებდნენ.
აბაას" სამხედრო ბაზაზე ყოფნისას ჟურნალისტებსა და მათ თანმხლებ სამხედროებს სირიელი ამბოხებულები დაესხნენ თავს, რა დროსაც ჟურნალისტი მოკლეს.
ადამიანის უფლებადამცველი სირიის ობსერვატორიის განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაიჭრა გადამღები ჯგუფის შვიდი წევრი.
მომზადებულია Reuters.com-ის მიხედვით.