მერაია ქერის პირდაპირ ეთერში კაბა ტანზე შემოეხა

მერაია ქერის პირდაპირ ეთერში კაბა ტანზე შემოეხა

მერაია ქერი შოუ Good Morning America-ში სტუმრობისას საკმაოდ უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდა. ვარსკვლავს პირდაპირ ეთერში კაბა ტანზე შემოეხა. მერაიას დონატელა ვერსაჩეს დიზაინით შექმნილი სამოსი ეცვა.

პოპ-ვარსკვლავმა შოუში რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მაგრამ ინტერვიუს დროს მისი კაბის უკანა ნაწილი გაიხა. მომღერალთან მალევე მივიდნენ დამხმარენი, რომლებმაც კაბის დამაგრება სცადეს. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავი არ დაბნეულა. მან სწრაფადვე გააკეთა კომენტარი ამ უხერხული სიტუაციიდან თავის დასაღწევად.

"ჩემი კაბა გაიხა. ძალიან მიყვარხარ დონატელა (დიზაინერი დონატელა ვერსაჩე), მაგრამ ის გაიხა, ძვირფასო! მე მაინც მინდოდა შემდეგი სიმღერისთვის გამოცვლა, სავარაუდოდ ეს ამბავი Youtube-ზე მოხვდება", - განაცხადა მერაიამ და გამოსვლა განაგრძო.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება