ოდრი ტატუ: "ჰოლივუდში თავის დასამკვიდრებლად საკმარისი ამბიცია არ მაქვს"

ოდრი ტატუ: "ჰოლივუდში თავის დასამკვიდრებლად საკმარისი ამბიცია არ მაქვს"

ფრანგი მსახიობი ოდრი ტატუ აცხადებს, რომ ჰოლივუდში თავის დამკვიდრების ეშინია, რადგანაც კონკურენცია ძალიან მაღალია. 36 წლის ვარსკვლავის თქმით, ის ჰოლივუდისთვის ზედმეტად მოკრძალებულია და არც საკმარისი ამბიცია აქვს.

"მსოფლიომ გამიცნო და რამდენიმე საინტერესო როლი განვასახიერე. თუმცა, ეს საკმარისი არაა, რომ ჰოლივუდში მოღვაწე მსახიობ ქალებთან პაექრობა შევძლო. დააკვირდით წითელ ხალიჩას - ყველა ქალი ლამაზი, შრომისმოყვარე და ამბიციურია. ამერიკელ რეჟისორებთან რომ იმუშავო, ამბიციური და ზედმეტად თავდაჯერებული უნდა იყო. ჰოლივუდში კარიერა რომ აიწყო, მშობლიურ ქვეყანასა და მეგობრებს, ოჯახის წევრებს უნდა გამოემშვიდობო. ფრანგი ვარ და ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. პარიზიდან შორს ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ჰოლივუდში მოღვაწე ქალი მსახიობები კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის არჩევანს აკეთებენ - ჩემთვის კი პირადი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანია. ჰოლივუდში ფულის შოვნის უდიდესი შანსია. ვაღმერთებ ამერიკელ რეჟისორებს", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალ Radio Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მომზადებულია Radio Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება