რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი კეტი პერიმ დააშორა?

რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი კეტი პერიმ დააშორა?

"ბინდის" ვარსკვლავების, რობერტ პატინსონისა და კრტისტენ სტიუარტის მორიგი დაშორების შესახებ ინფორმაცია დასავლურ პრესაში ამ დღეებში გავრცელდა. ამერიკული ჟურნალი Life & Style წყვილის დაშორების დეტალებზე წერს. ჟურნალის წყაროს ინფორმაციით, რობერტი და კრისტენი პოპ-მომღერალმა კეტი პერიმ დააშორა. პატინსონი და მომღერალი ძველი მეგობრები არიან. როდესაც შარშან კრისტენ სტიუარტისა და ცოლიანი რეჟისორის, რუპერტ სანდერსის რომანის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, კეტი პერი რობერტს ამხნევებდა და რასელ ბრენდთან მისი ურთიერთობის გამოცდილებას უზიარებდა.

"კეტი არასდროს იყო იმის მომხრე, რომ რობერტი კრისტენის შერიგებოდა, - განუცხადა ჟურნალ Life & Style-ს ანონიმურმა წყარომ, - მომღერალი ყოველთვის ამბობდა, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. კეტი რობერტს ეუბნებოდა, რომ ისინი ღალატთან დაკავშირებულ სკანდალს ვერ გაუძლებდნენ და ის კრისტენზე უკეთეს გოგონას იმსახურებს, რომელიც ოჯახს არ დაანგრევს".

როგორც ჩანს, ძველი მეგობრის სიტყვებმა პატინსონზე გავლენა იქონია. ამასთან, კეტი პერი ერთადერთი ადამიანი არ არის, ვინც პატინსონს სტიუარტის მიტოვების საჭიროებაში არწმუნებდა. მისი 43 წლის მეგობარი, მსახიობი ვინს ვონი ასევე ამბობდა, რომ წყვილის რომანი უპერსპექტივო იყო. "ვიცი, როგორი ადვილიცაა ძველ საყვარელთან დაბრუნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც ქალი გღალატობს, ეს იმის ნიშანია, რომ დროა მასთან ურთიერთობას წერტილი დაუსვა", - აცხადებს ვინს ვონი.

ვრცელდება ხმა, რომ პატინსონმა დღემდე ვერ შეძლო სანდერსთან სტიუარტის ღალატის დავიწყება. "რობერტი გამუდმებით ახსენებდა კრისტენს სანდერსთან დაკავშირებულ სკანდალს, - ამბობს წყვილის კიდევ ერთი მეგობარი, - ის კრისტენს ამის დავიწყების უფლებას არ აძლევდა".

მომზადებულია Life & Style-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება