ლეონარდო დიკაპრიოს ახალი საყვარელი ჰყავს

ლეონარდო დიკაპრიოს ახალი საყვარელი ჰყავს

ჰოლივუდის მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს ახალი საყვარელი ჰყავს. 38 წლის ვარსკვლავის რჩეული Victoria's Secret-ის 20 წლის მოდელი ტონი გარნია.

გერმანელ ტონის მოდის ბიზნესში წარმატების მისაღწევად ყველაფერი აქვს - კარგი ტანადობა და ლამაზი სახის ნაკვთები. კომპანიამ მას უკვე მიანიჭა ბრენდის "სრულუფლებიანი ანგელოზის" ტიტული. წყვილი პაპარაცებმა კანშიც შენიშნეს. ლეონარდო ტონის ყოველ საღამოს სტუმრობს. ის Victoria's Secret-ის მოდელებს შორის მეოთხეა, რომელსაც ლეონარდოსთან რომანი აქვს.

რამდენიმე დღის წინ დიკაპრიო კანში 5 ქალთან ერთად ისვენებდა. დიკაპრიოს ყოფილი საყვარლების ნუსხა მოდელებისგან შედგება. მისი საყვარლები იყვნენ: ბლეიკ ლაივლი, ბარ რაფაელი, ამბერ ვალეტა, მადალინა გენე და ჟიზელ ბუნდჰენი. მსახიობი ჰოლივუდში ყველაზე სასურველი სასიძოა.

მომზადებულია nydailynews.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება