შერონ და ოზი ოსბორნები შერიგდნენ

შერონ და ოზი ოსბორნები შერიგდნენ

ვარსკვლავური წყვილი, შერონ და ოზი ოსბორნები განქორწინებას აღარ აპირებენ. როგორც წყვილის ახლო მეგობარი ჟურნალისტებს უდასტურებს, 31 წლიან ბედნიერ ქორწინებას საფრთხე აღარ ემუქრება.

თუმცა, შერონმა ოზის ულტიმატუმი წაუყენა - სახლში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ოზი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე ტესტირებას გაივლის.

"ოზი ყველაფერს გააკეთებს, მას შერონის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. თუმცა, ოზი ადრინდელივით ვეღარ იცხოვრებს. თუ ცოლის დაბრუნება სურს, ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა იცხოვროს", - განაცხადა ოზის მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, დასავლური პრესა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ განქორწინების მიზეზი ოჯახში არსებული ფინანსური პრობლემები იყო.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება