აშშ-ში რუსეთის 6 მოქალაქე თვითმფრინავიდან ხმაურის გამო ჩამოსვეს

აშშ-ში რუსეთის 6 მოქალაქე თვითმფრინავიდან ხმაურის გამო ჩამოსვეს

რუსეთის მკვიდრი დიმიტრი ბიტმანი, მისი მეუღლე და მათი ოთხი მეგობარი ლას-ვეგასში წვეულებაზე ავიაკომპანია Spirit Airlines-ის თვითმფრინავით მიფრინავდნენ. სან-დიეგოში თვთმფრინავის დაჯდომის შემდეგ მგზავრებთან ბორტგამცილებელი მივიდა და განუცხადა, რომ მათ თვითმფრინავის ბორტი უნდა დაეტოვებინათ.

ავიაკომპანიაში ეკიპაჟის გადაწყვეტილებას რუსი მგზავრების აგრესიული ქცევით ხსნიან. მათი განცხადებით, "რუსები ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ, აგრესიულად იქცეოდნენ და ბორტგამცილებლების თხოვნას, უფრო ხმადაბლა ესაუბრათ, ყურადღებას არ აქცევდნენ".

რუსები კი აცხადებენ, რომ მათ არავითარი გაფრთხილება არ გაუგონიათ. ისინი ამბობენ, რომ თვითმფრინავიდან რუსული საუბრის გამო ჩამოსვეს.

მგზავრებს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნეს, თუმცა ისინი ავიაკომპანია Spirit Airlines-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

მომზადებულია Korrespondent.net-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა