რაიან გოსლინგი ფილმს იღებს

რაიან გოსლინგი ფილმს იღებს

"როგორ დავიჭროთ ურჩხული", - ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავი რაიან გოსლინგი იღებს. ფილმი მსახიობის სარეჟისორო დებიუტი იქნება.

ბენ აფლეკის, ჯოზეფ გორდონ-ლეივტომისა და ჯეიმს ფრანკოს შემდეგ რაიანსაც გაუჩნდა სურვილი  თაყვანისმცემლებისთვის საკუთარი ფილმი შეეთავაზებინა. სურათში მთავარ როლს გოსლინგის საყვარელი და მუზა, ევა მენდესი განასახიერებს. მენდესმა საერთო ქასთინგი გაიარა.

ფილმი ფანტასტიკური ჟანრისაა და ჯადოსნური სამყაროს შესახებ მოგვითხრობს, სადაც ორი შვილის დედა დაკარგული ვაჟის ძიებისას აღმოჩნდება.

ფილმში გადაღება მსახიობმა დროებით შეწყვიტა. წელს მისი მონაწილეობით ორი ფილმის პრემიერაა დაგეგმილი: "მხოლოდ ღმერთი მიუტევებს" და "კანონგარეშე".

მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება