რომან პოლანსკი: "ქალისა და კაცის თანასწორობა იდიოტიზმია"

რომან პოლანსკი: "ქალისა და კაცის თანასწორობა იდიოტიზმია"

ოსკაროსანი რეჟისორი რომან პოლანსკი ქალისა და კაცის თანასწორობის იდეას "იდიოტიზმად" მიიჩნევს. ამის შესახებ რეჟისორმა კანის კინოფესტივალზე განაცხადა. პოლანსკი ასევე ჩასახვის საწინააღმდეგო აბების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი ქალებს "კაცებთან ათანაბრებს".

ჟურნალისტებთან საუბარში რეჟისორმა განაცხადა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა თანამედროვე სამყაროში ქალს ადგილი შეუცვალა. მისი თქმით, დღეს ქალისთვის ყვავილების ჩუქება სათაკილო გახდა, რაც მისთვის სამწუხაროა.

"სხვა ფაქტებსაც გამოვყოფდი... ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრებიდან მთელ რომანტიკას განდევნის, რაც  ძალიან მწყინს", - აღნიშნა რეჟისორმა.

კანის კინოფესტივალზე პოლანსკიმ ახალი სურათი "ვენერა ბეწვით" წარადგინა. ფილმში მთავარ როლს რეჟისორის მეუღლე, ემანუელ სენე თამაშობს.

მომზადებულია WENN-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება