დიზაინერი ნატალია ჩხიკვაძე თბილისში კოლექციას წარმოადგენს

დიზაინერი ნატალია ჩხიკვაძე თბილისში კოლექციას წარმოადგენს

პრაღაში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ნატალია ჩხიკვაძე თბილისში ახალ მოდელებს წარმოადგენს.

როგორც "ამბები.გე"-ს ნატალია ჩხიკვაძემ განუცხადა, ე.წ. "შოურუმი" 1 ივნისს, ბავშვთა საერთასორისო დღეს მოეწყობა.

ღონისძიებაზე წარმოადგენილი იქნება მის მიერ შექმნილი უახლესი მაისურები.

"ამ მაისურების ექსკლუზიური პრეზენტაცია პრაღაში უნდა გამემართა, მაგრამ ვარჩიე ჯერ თბილისში წარმოვადგინო, შემდეგ კი ჩეხეთში. ძალიან მონდომებული ვარ, ეს ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდეს", - აღნიშნა დიზაინერმა.

ნატალია ჩხიკვაძის "შოურუმზე" კონცერტს ჯგუფი "Catch the clouds" გამართავს. 

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება