ლინდსი ლოჰანი გამოსწორების გზაზეა

ლინდსი ლოჰანი გამოსწორების გზაზეა

ლინდსი ლოჰანი გამოსწორების გზაზეა. ამის შესახებ ლინდსის მამამ, მაიკლ ლოჰანმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სარეაბილიტაციო კლინიკა Betty Ford-ში მყოფი ქალიშვილი მოინახულა.

"ყველაფერს აქვს საზღვარი და ლინდსი ამას აცნობიერებს. ყველას ცხოვრებაში დგება თვალის ახელის დრო და ვგონებ ლინდსის სწორედ ახლა დაუდგა ეს დრო", - განაცხადა მაიკლ ლოჰანმა.

ამასთან, ვარსკვლავის მამამ აღნიშნა, რომ მკურნალობის კურსი, რომელიც ლინდსის Betty Ford-ში დაუნიშნეს, მსახიობს არ შველის, თუმცა ლინდსი ყველანაირად ცდილობს, რომ გამოკეთდეს. მაიკლი საუკეთესო ადვოკატების დახმარებით ლინდსის სხვა კლინიკაში გადაყვანას ეცდება.

"ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. წინ კიდევ 60 დღეა. ლინდსი თავიდანვე ამბობდა, რომ სხვა კლინიკაში სურდა გადასვლა. ვეცდები პროკურორი დავარწმუნო მის გადაყვანაზე", - განაცხადა მაიკლმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება