ვისთან ერთად იღვიძებს დილით ზალიკო ბერგერი

ვისთან ერთად იღვიძებს დილით ზალიკო ბერგერი

"რეიტინგთან" ინტერვიუში ზალიკო ბერგერმა იმდენი იწუწუნა, ტელეგენური ვარ, დადებითი აურა მაქვს, მაყურებელს ჩემი ეკრანზე გამოჩენა სიამოვნებს, ხალხს ვუყვარვარ და სატელევიზიო გადაცემას სიამოვნებით წავიყვანდიო, რომ გადაცემის წაყვანა ჯერ არა, მაგრამ ფილმში მონაწილეობა ინტერვიუს დაბეჭდვიდან მალევე შესთავაზეს.

ირაკლი ჩხიკვაძის რეჟისორობით გადაღებულ ქართულ ფილმში "რა მოხდა კიევში", ზალიკო საკუთარ თავს განასახიერებს. სიუჟეტის მიხედვით, ზალიკო კიევში მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანთან ერთად ერთ საწოლში იღვიძებს. გადაღებები კიევსა და რუსთავში მიმდინარეობდა. ფილმი მაისის ბოლოს გამოვა კინოთეატრების ეკრანებზე. რაც ყველაზე საინტერესოა, თავად ზალიკო კინოთეატრში სულ ორჯერაა ნამყოფი. მას კინოში წასვლა არ უყვარს და ფილმის ნახვა სახლში ურჩევნია.

ზალიკო ბერგერი:

- სამსახიობო სააგენტოს ხელმძღვანელი მიშა აფხაზავა დამიკავშირდა და ამერიკული ფილმის ქართულ ვერსიაში მონაწილეობა შემომთავაზა. არაპროფესიონალი მსახიობების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. ფილმის პირველი ნაწილი კიევში გადავიღეთ, შემდეგი - რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ქართველი მეგობრები გუდაურში იწყებენ ქეიფს და კიევში იღვიძებენ, ისე, რომ აღარაფერი ახსოვთ. თორნიკეს და ჩემი ერთად გაღვიძების ანონსი უკვე პოპულარული გახდა და ძალიან სასაცილო მომენტია. გადაღება კიევში, ერთ-ერთ პენტჰაუსში მიმდინარეობდა, რომელის ფანჯრები მთელ კიევს გადაჰყურებს. სახლი თავდაყირა დავაყენეთ, გასაბერი ქალებით დაწყებული, რა არ ყრია გარშემო, კედლები ავაჭრელეთ, მაყურებელი ამ ყველაფერს ნახავს, მხოლოდ ჩემს პერსონაჟს ახსოვს წინა დღე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება