საფრანგეთში პირველი გეი-ქორწილი გაიმართა

საფრანგეთში პირველი გეი-ქორწილი გაიმართა

საფრანგეთში პირველი გეი-ქორწინება გაიმართა. დღესასწაულისთვის ხელის შეშლას ერთქესიანთა ქორწინების ახლახან მიღებული კანონის უცნობი მოწინააღმდეგე შეეცადა. ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მან ქალაქ მონპელიეს მერიის შენობაში კვამლიანი ყუმბარა ისროლა. ინციდენტის დროს მერიას ასი პოლიციელი იცავდა.

კანონიერად იქორწინეს 40 წლის ლგბტ-აქტივისტმა ვენსან ოტენმა და მისმა 30 წლის პარტნიორმა, სახელმწიფო მოხელე ბრუნო ბუალომ. მამაკაცებმა ერთმანეთი ექვსი წლის წინ ინტერნეტ ფორუმზე გაიცნეს. ქორწინების ცერემონიას მონპელიეს მერი ელენ მანდრუსი წარუძღვა.

ქორწილს უამრავი ადამიანი ესწრებოდა. მოსაწვევი წყვილის დაახლოებით 200-მა ახლობელმა მიიღო. ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 200 ჟურნალისტი აშუქებდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა