ლატვიაში ბავშვის თანდასწრებით მოწევა მასზე ძალადობას უტოლდება

ლატვიაში ბავშვის თანდასწრებით მოწევა მასზე ძალადობას უტოლდება

ლატვიის სეიმმა (პარლამენტი) ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ბავშვთა უფლებების დაცვის კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც მშობელს ბავშვების თანდასწრებით მოწევას უკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება ბავშვებზე ფიზიკური და ემოციური ძალადობის გაგებას აფართოვებს. მაგალითად, განმარტება "ფიზიკური ძალადობა" გულისხმობს ძალის გამოყენებას, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ასევე გულისხმობს ბავშვზე ნეგატიურ ზემოქმედებას, რაშიც თამბაქოს კვამლიც იგულისხმება.

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ინარა მურნეიცე იმედს გამოთქვამს, რომ კანონში შეტანილი ცვლილება ადამიანებს დააფიქრებს ბავშვების ჯანმრთელობაზე. დეპუტატმა აღნიშნა, რომ შესწორება არ გულისხმობს იმას, რომ მწეველებს მშობლის უფლებას ჩამოართმევენ.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა