ჯენიფერ ლოპესი რეპერ პიტბულთან არშიყობს

ჯენიფერ ლოპესი რეპერ პიტბულთან არშიყობს

მომღერალ ჯენიფერ ლოპესს ახალგაზრდა საყვარელი, მოცეკვავე კასპერ სმარტი მობეზრდა და პოპულარულ რეპერ პიტბულთან ფლირტაობს.

ჯენიფერი აღარც პაპარაცებს ემალება და არც კასპერს უმალავს, რომ პიტბულს ეარშიყება. თუმცა, შვილისტოლა სმარტი ამაში სახალისოს ვერაფერს ხედავს, მათ ამ საკითხზე იჩხუბეს კიდეც.

"კასპერი თავს დამცირებულად გრძნობს. სმარტი ლოპესს სტუდიაში მიადგა და კატეგორიულად განუცხადა, პიტბულთან ურთიერთობა შეწყვიტოს. თავდაპირველად ჯენიფერმა სიცილი დაიწყო, მაგრამ შემდეგ ძალიან გაბრაზდა. ის კასპერს ნივთები ხმამაღლა უყვიროდა, რომ ურთიერთობაში წამყვანი ისაა და რომანს როცა უნდა მაშინ შეწყვეტს. ასეთი განრისხებული ჯენიფერი არასდროს მინახავს. მან კასპერს უთხრა, რომ ოჯახში ფულის შემომტანი თავადაა და თუ ასეთი ურთიერთობა არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს. კასპერი ცუდ დღეშია - ცდილობს პიტბულს მიბაძოს, ეს ჯენიფერს კიდევ უფრო მეტად აღიზიანებს", - განაცხადა ჯენიფერის ახლო მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება