რუსეთში მორგის თანამშრომელმა კანიბალიზმი აღიარა

რუსეთში მორგის თანამშრომელმა კანიბალიზმი აღიარა

რუსეთის იამალ-ნენთას ავტონომიური ოლქის სოფელ აკსარკაში მორგის თანამშრომელმა ქალის მკვლელობა და კანიბალიზმი აღიარა. სისხლის სამართლის საქმეს იამალ-ნენთას ავტონომიური ოლქის საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ამტკიცებს, რომ საკუთარი მსხვერპლი ნაწილობრივ შეჭამა.

მან 2011 წლის გაზაფხულზე ქალს დანით ორი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა. მოკლულის ცხედარი ტყეში გადამალა. დანაშაულის გახსნა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების წყალობით მოხერხდა.

დაკითხვისას იგი მოყვა, რომ მოკლულის სხეულის ნაწილებს საკვებად იყენებდა. გამოძიება მამაკაცის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ამოწმებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა.

მომზადებულია Интерфакс-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა