დოლჩე და გაბანას 2 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

დოლჩე და გაბანას 2 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

მილანის სააპელაციო სასამართლომ ცნობილი დიზაინერები, დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა გადასახადებისთვის თავის არიდებაში ცნო დამნაშავედ. დასავლურ პრესაში წერენ, რომ ცნობილი დიზაინერები შესაძლოა 2 წლით დააპატიმრონ.

როგორც ძიებამ დაადგინა, დიზაინერების მარკით გამოშვებული პროდუქციის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრებოდა. შედეგად, იტალიის საგადასახადო სამსახურმა მილიარდი ევრო დაკარგა.  დიზაინერები ბრალდებას უარყოფენ.

Dolce&Gabbana-ს ბრენდით მსოფლიო ვარსკვლავები იმოსებიან. მოდის სახლის მუდმივი კლიენტები არიან მომღერალი მადონა და სუპერმოდელი ნაომი კემპბელი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება