ჰენრი კევილი - ახალი სუპერმენი

ჰენრი კევილი - ახალი სუპერმენი

30 წლის ბრიტანელი მსახიობი ჰენრი კევილი მაყურებლისთვის "ღმერთების ომითა" და სერიალ "ტიუდორებით" გახდა ცნობილი, 20 ივნისიდან კი გაქირავებაში გამოდის სუპერმენის მორიგი თავგადასავლები - "ფოლადის კაცი", რომელშიც ახალ სუპერმენად სწორედ ჰენრი კევილი მოგვევლინება.

- რა განცდა გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ სუპერმენის ამბები ისევ უნდა გადაეღოთ? შვიდი წელი გავიდა ბრაიან სინგერის "სუპერმენის დაბრუნების" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ...

- გავოცდი და გამიხარდა კიდეც. ასე მალე? შესანიშნავი სიახლეა! როგორც კი გავიგე ამის შესახებ, ჩემს აგენტს დავურეკე, მანაც გასაუბრება დამინიშნა. პირველ გასაუბრებაზე სტანდარტული გმირული მონოლოგი ამოვიკითხე. მერე კოსტიუმიც მოვისინჯე, ტანზე მომდგარი. საშინლად უხერხულად ვიყავი, კუნთებიც არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. გვარიანი დროის გატარება მომიხდა სპორტულ დარბაზში, რომ კოსტიუმსა და ამ გმირს მოვრგებოდი.

- აღიარეთ, სუპერმენი ერთ-ერთი ის პერსონაჟია, რომელსაც სიღრმე და გააზრება აკლია! მის შესახებ ამბები მეტისმეტად ბავშვურია. "ფოლადის კაცი" რით განსხვავდება სუპერმენის შესახებ გადაღებული სხვა ამბებისგან?

- ჩვენი ფილმი შორს არის ხალისიანი ფენტეზი-სამყაროსგან, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ ხვდებიან მათ გვერდით სუპერგმირების არსებობას. აქ განიხილება სიტუაცია, როცა უცხოპლანეტელი არსება საკუთარ თავს დედამიწაზე აღმოაჩენს და სწავლობს ახალ პლანეტაზე ცხოვრებას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება