უმა თურმანის ყოფილი ქმარი ანჯელინა ჯოლის კოცნას ვერ ივიწყებს

უმა თურმანის ყოფილი ქმარი ანჯელინა ჯოლის კოცნას ვერ ივიწყებს

ჰოლივუდის ვარსკვლავის, უმა თურმანის ყოფილი მეუღლე, პოპულარული მსახიობი ითან ჰოუკი ანჯელინა ჯოლის კოცნაზე გიჟდება.

წყვილმა ერთმანეთს პარტნიორობა 2004 წელს გადაღებულ ფილმში "სიცოცხლეზე მონადირე" (Taking Lives) გაუწიეს და 9 წლის შემდეგაც ითანმა სასიყვარულო სცენების დავიწყება ვერ შეძლო.

ერთ-ერთ ინტერვიუში ითანმა ანჯელინაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი ტკბილი კოცნა ცხოვრებაში არასდროს ჰქონია.

"ანჯელინასნაირი ქალი ნამდვილად უნდა გააბედნიერო. გადასაღებ მოედანზე ასეთი სასიამოვნო კოცნის სცენა არასდროს მქონია. მას რომ ვკოცნიდი, საკუთარი სახელიც მავიწყდებოდა. მას შემდეგ ვფიქრობ, რომ ჯოლი ამ ქვეყნად იმისთვის დაიბადა, რომ კაცებმა თავი სუსტ არსებებად იგრძნონ. აღფრთოვანებული ვარ", - განაცხადა მსახიობმა.

უმას და ითანს 14 წლის გოგონა, მაია და 11 წლის ვაჟი, ლევონი ჰყავთ. ისინი 2004 წელს დაშორდნენ; ბედნიერი წყვილის განქორწინება ფილმის პრემიერას დაემთხვა, შესაბამისად, დასავლური პრესა წერდა, რომ თურმანისა და ჰოუკის დაშორების მიზეზი ანჯელინა იყო. უმა ყოფილი ქმრის ინტერვიუებს არ კითხულობს, ის საყვარლისგან, ბიზნესმენ არფად ბუსონისგან შეძენილ მესამე შვილს ზრდის და შესაბამისად, ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება