"მაგთიფანის" ყველაზე ცელქი მონაწილე 5 წელი ქუჩაში უკრავდა

"მაგთიფანის" ყველაზე ცელქი მონაწილე 5 წელი ქუჩაში უკრავდა

ალექსი კიკვიძე არის კონკურსანტი, რომელმაც "მაგთიფანის" მაყურებელი ტელეეკრანს მიაჯაჭვა. იმერული აქცენტი, იუმორი, ონავარი, ცელქი ხასიათი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პროექტის მონაწილეებსაც და მაყურებელსაც ალექსი შეჰყვარებოდა. მას მერე, რაც პროექტი დატოვა, ალექსი "მაგთიფანის" სახლში ხან მონაწილეებისა და ხანაც მაყურებლის თხოვნით რამდენჯერმე შეიყვანეს. ჩვენ შევეცდებით, მუსიკოსი უფრო ახლოს გაგაცნოთ.

- უხერხულია საკუთარ თავზე ლაპარაკი. რა გითხრათ, ყველა მონაწილესთან კარგი ურთიერთობა მქონდა, აფასებდნენ ჩემს ხასიათს, იუმორს. შევუყვარდი ბავშვებს, გადაცემის პროდიუსერებს, კამერებსაც კი. რომ ვეკითხებოდი, ხომ კარგი ბიჭი ვარ-მეთქი, თავს მიქნევდნენ კამერები.

- 29 წლის გახდი 19-ში. დაბადების დღე აღნიშნე "მაგთიფანში", მიუხედავად იმისა, რომ პროექტიდან უკვე გამოვარდნილი იყავი.

- ძალიან მინდოდა, დაბადების დღ­ეზე პროექტში ვყოფილიყავი და პროდიუსერებმა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დავტოვე, ოცნება შემისრულეს და ბავშვებთან შემიშვეს. ძველი მონაწილეებიც შემოიყვანეს და კარგად მო­­ვულხინეთ. წინა შე­ს­ვლა დაუგეგმავი იყო. ნასვამი მივედი "მაგთიფანის" სახლთან. ვთხოვე, შე­მიშვით, ლუდი უნდა შევუტანო ბავშვებს, მოწყურებულები იქნებიან-მეთქი და შემიშვეს.

- შენი წარსულის შესახებ რას მეტყვი?

- წყალტუბოში დავიბადე. მამამ ადრე მიგვატოვა, მაშინ 3 წლის ვიქნებოდი, ორი შვილი დავრჩით დედას. მამამ შემდეგ სხვა ოჯახი შექმნა, საიდანაც ერთი ძმა კიდევ მყავს. მამის სითბო არ მახსოვს. 5 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. დედასთვის არაფერი მიკითხავს მათი დაშორების შესახებ, ვხვდებოდი, რომ არ სიამოვნებდა ამ თემაზე ლაპარაკი. 7 წლამდე წყალტუბოში ვიზრდებოდი. დედა მოსკოვში წავიდა სამუშაოდ და მალე ჩვენც წაგვიყვანა. სკოლა მოსკოვში დავამთავრე. რუსული განათლება მაქვს, მაგრამ დამავიწყდა უკვე ეს ენა. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში. დედა 3 წლის წინ გარდამეცვალა, 54 წლის ასაკში, მაგრამ სხვა თემაზე ვისაუბროთ რა, არ მიყვარს თავის შეცოდება...

- მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდი, როგორც ვიცი...

- ჰო, მგონი არ დარჩენილა მიწისქვეშა გადასასვლელი ქალაქში, სადაც არ დამიკრავს. მოსკოვიდან რომ დავბრუნდით, შოთა მილორავას სახელობის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე ვოკალის განხრით. 4 წელი ვისწავლე, დიპლომი არ ამიღია, რაში დამჭირდება-მეთქი, ვიფიქრე. მერე გიტარაზე დაკვრა ვისწავლე.

5 წელი ვუკრავდი ქუჩაში. ძალიან დიდი სამეგობრო შევიძინე. აუდიტორია დიდი მყავდა, ჩემი მაყურებელი ყოველ საღამოს მოდიოდა. ეტყობა, ჩემი იუმორიც მოსწონდათ, რაშიც ლუდი მეხმარებოდა (იღიმება). შოუებს ვდგამდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება