ნინო ვასაძე უკრაინაში ყველაზე სასურველ საპატარძლოდ დასახელდა

ნინო ვასაძე უკრაინაში ყველაზე სასურველ საპატარძლოდ დასახელდა

უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ტარიელ ვასაძის ქალიშვილი, ნინო ყველაზე სასურველი უკრაინელი საპატარძლოების ტოპ-ათეულში მოხვდა. ინტერნეტ-ჟურნალ "ფოკუსის" მიერ გამოქვეყნებული საპატარძლოების რეიტინგში ნინო ვასაძე მეორე ადგილზეა.

27 წლის ბიზნესლედი კომპანია "ფალკონ-ავტოს" ფინანსური დირექტორია და ამავე დროს "უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ ელიტური საღამოების ხშირი სტუმარია, ნინო ვასაძის სახელი ყვითელ პრესას ჯერჯერობით არავისთან დაუწყვილებია.

ნინო რამდენჯერმე "უკრაინის ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაშიც მოხვდა. უკრაინის ყველაზე სასურველ საპატარძლოდ კი ის ადრეც დაასახელეს.

ათეულში პირველ პოზიციაზეა ეველინა მამბეტოვი - 22 წლის ყველაზე მაღალანზღაურებადი მოდელი უკრაინაში. მესამეზე კი - 28 წლის ტელეწამყვანი, მილიარდერ სერგეი ტარუტას ქალიშვილი, ეკატერინა ტორუტაა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება