მიშა ანდღულაძე: "კოჭებში მეტყობოდა, რომ განვითარებადი ტიპი ვიყავი"

მიშა ანდღულაძე: "კოჭებში მეტყობოდა, რომ განვითარებადი ტიპი ვიყავი"

მიშა ანდღულაძეს ინტერვიუსთვის იმ დროს მივადექი, როცა "კომედი შოუს" ჩაწერის დაწყებას შვიდი წუთი აკლდა. საშინელ დროს მოხვედი, შეიძლება შუა ინტერვიუდან გავიქცეო, მითხრა. ძალიან ვეცადე, 10 წუთში ინტერვიუ სრულყოფილი გამოსულიყო.

-  მიშა, დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მინდა ვისაუბროთ და მოდი იმ გამოცდილებიდან დავიწყოთ, რომელიც მიიღე მშობლებისგან, ოჯახისგან და იმ გარემოდან, რომელშიც იზრდებოდი.

-  თბილისში დავიბადე, ნომერ პირველ სამშობიაროში. გავიზარდე გლდანის მე-2 მიკრორაიონში. გლდანს ჩრდილოეთიდან გადმოჰყურებს ისეთი ლამაზი მხარე, როგორიც არის თემქა, აღმოსავლეთიდან - თბილისის ზღვა და დასავლეთიდან - ამერიკა, სწორედ ამ გარემოში აღვიზარდე და ჩამოვყალიბდი მებრძოლ პიროვნებად.

-  მშობლებზე რას მეტყვი, რა პროფესიის არიან...

-  დედა სტომატოლოგია, ამჟამად დიასახლისი, მაგრამ ამას წინათ ვიყავი მასთან და საოცარი ოსტატობით ამომიღო სიბრძნის კბილი. სერიოზული ქირურგია, თუმცა თვითონ უსწავლია ქირურგობა, ისე თერაპევტია. მამა ინჟინერ-მექანიკოსი გახლავთ და თავისი სპეციალობით მუშაობს. ჩემი ძმა დროებით უმუშევარია და როდემდე, არ ვიცი!

-  უფროსია შენზე?

-  კი, ოთხი წლით. ოჯახი არ აქვს ჯერ. არ ვიცი, რა მოვუფიქრო... ეზოში ვარ გაზრდილი. დებილობებს ვაკეთებდით ბავშვები. ქვის, "სურიკისგან" და "ბრონზისგან" ასაფეთქებლებს ვაკეთებდით.

-  რისგან?

-  ქვის, "სურიკის" და "ბრონზისგან". არსებობს ასეთი ქიმიური შემადგენლობა, გლდანელებმა მოიფიქრეს.

-  მშობლებისგან ვინ უფრო მკაცრი იყო?

-  არც ერთი. უბრალოდ, მამაჩემის რიდი უფრო მქონდა. ალბათ იმიტომ, რომ დედასთან უფრო ხშირად ვიყავით. მამის ხათრი აქვთ ხოლმე ბავშვებს.

-  და შენც ხათრიანი იყავი ვითომ?

-  არა, ჩემზე უფრო ცელქი ითქმოდა. როგორც ჰყვებიან, ძალიან რთულად აღსაზრდელი ვყოფილვარ.

-  სამაგალითო დასჯა გახსოვს?

-  არ მსჯიდნენ. მამაჩემს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, სანამ არ ესმის ბავშვს, მის დასჯას აზრი არ აქვს. რომ გაიზრდება, მერე გაუბრაზდითო. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ გაკეთებაც ისეთივე წარმატებით შემეძლო, როგორითაც გაფუჭება და დავიწყე კეთება.

-  განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლებისგან?

-  კი. დედაჩემმა იცის ხოლმე ასეთი ფრაზების თქმა, - რად გინდა მანქანა ჯერ. რომ ვეუბნებოდი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუხერხულება ასვლა, ხალხი ყურადღებას რომ მაქცევს-მეთქი, - ნეტავ ერთი, ვინ გაწუხებსო, მეუბნებოდა.

-  არ ამაყობს დედა შენით?

-  არ უყვარს ამის აფიშირება, არასდროს მაქებდა. ერთი ნათესავი მყავს, თავის შვილზე ამბობს, ბავშვი გაკვეთილზე თუ არ არის, მასწავლებელი გაკვეთილს არ ატარებსო. საბედნიეროდ, დედაჩემი ამ კატეგორიას არ ეკუთვნის. საქვეყნოდ შვილების ქება-დიდება ჩემს მშობლებს არ უყვართ. ისე, კოჭებში მეტყობოდა, რომ განვითარებადი ტიპი ვიყავი, დასვი და თვითონ გაივლის ბაღანაო, რომ ამბობენ, ჩემზეა ნათქვამი.

-  ეზოში გავიზარდეო, მითხარი, ე.წ. ქუჩის აკადემია თუ იყო შენს ცხოვრებაში და ამ პერიოდმა რა მოგცა გამოცდილების თვალსაზრისით?

-  ეზოში რომ ვიზრდებოდი, ბევრ რამეს თვითნებურად ვსწავლობდი. ქუჩური ბაზარი ვიცოდი, მაგრამ არ მიხდებოდა. დღემდე არ მიხდება სიგარეტი, ქუჩური ბაზარი და ძველბიჭობა, თუმცა მაინც მიწევდა, გარემოდან გამომდინარე, მაგრამ ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს.

-  ეკონომიკური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში?

-  მოგეხსენებათ, 90-იანი წლების შვილი ვარ. მაგ პერიოდში ვისწავლე მიწაზე მუშაობა, კარტოფილის მოყვანა, წისქვილის ჩართვა-გამორთვა, მინდის აღება. დღესაც გვაქვს მე-9 სართულზე წისქვილი, ახლა უკვე ოჯახის რელიკვიაა, ანტიკვარი. ხომ იცი, წისქვილი რა არის?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება