პენელობა კრუზი ჯეიმს ბონდის "ყველაზე ხნიერი" საყვარელი გახდება

პენელობა კრუზი ჯეიმს ბონდის "ყველაზე ხნიერი" საყვარელი გახდება

ესპანელი კინოვარსკვლავი, პენელოპა კრუსი "ბონდიანას" მორიგ სერიაში გადასაღებად ემზადება. ფილმის გადაღებები მომავალი წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი. იმ დროისთვის ფეხმძიმე კრუსს უკვე მეორე შვილიც ეყოლება და 40 წელსაც გადააბიჯებს.

ჯეიმს ბონდის 24-ე ნაწილს რეჟისორი სემ მენდესი გადაიღებს. მთავარ როლს კი დენიელ კრეიგი შეასრულებს.

პროდიუსერებს წინა სერიებისთვისაც არაერთხელ უცდიათ ბონდის გოგონას როლზე პენელოპა კრუსის მიწვევა, მაგრამ მსახიობს ყოველთვის სხვა გეგმები ჰქონდა.

"მოლაპარაკება უკვე შედგა და ახლა მხოლოდ დეტალებს ვათანხმებთ", - განუცხადა Daily Mail-ს ინფორმირებულმა წყარომ.

თუ მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, პენელობას "ბონდიანას" ყველაზე "ხნიერი" გოგოს ტიტული გარანტირებული აქვს. დღემდე ეს საპატიო წოდება ონოლ ბლეკმანს ეკუთვნოდა, რომელმაც ეს როლი 39 წლის ასააკში შონ კონერთან ერთად შეასრულა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება