თურქ დემონსტრანტებს მადონა, მარკ რუფალო და ტილდა სვინტონი სოლიდარობას უცხადებენ

თურქ დემონსტრანტებს მადონა, მარკ რუფალო და ტილდა სვინტონი სოლიდარობას უცხადებენ

თურქეთის 4 დიდ ქალაქში გამოსულ დემონსტრანტებს, რომლებსაც უკვე მეოთხე დღე პოლიცია არბევს, სოლიდარობას უცხოელი ვარსკვლავები უცხადებენ. დემონსტრანტების მხარდაჭერისა და ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელების მეშვეობით გამოაქვეყნეს.

"შეწყდეს ძალადობა თურქეთში! დაიწყეთ სიყვარულის რევოლუცია!" - ასე ეხმაურება მადონა თურქეთში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და იქაურებს ტოლერანტობისკენ მოუწოდებს.

ბრიტანელი მსახიობი ტილდა სვინტონი "ტვიტერის" მეშვეობით მსოფლიოს მცხოვრებთა ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

"ძვირფასო მოქალაქეებო, ახლა ამ წუთებში პოლიცია ძალის გამოყენებით არბევს სტამბოლში შეკრებილ მოქალაქეებს", - დაწერა "ტვიტერზე" ტილდა სვინტონმა.

თურქ დემონსტრანტებს სიძლიერისკენ მოუწოდებს ამერიკელი მსახიობი მარკ რუფალო: "ფრთხილად და მაგრად იყავით. თურქეთში რაღაც საშინელება ხდება".

"ვიმედოვნებ, რომ ერდოღანი და AKP ("სამართლიანობისა და განვითარების პარტია") სათანადო ყურადღებას გაამახვილებენ მომხდარზე. თურქეთი დემოკრატიული და არა თეოკრატიული ქვეყანაა", - წერს ამერიკელი მუსიკოსი მობი "ტვიტერზე".

სტამბულში მომხდარს გამოეხმაურა ბრიტანული როკ ჯგუფის Radiohead-ის ვოკალისტი ტომ იორკიც, რომელმაც "ტვიტერზე" დაწერა, რომ პოლიციამ თურქი მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა