ბრიტანეთის პრემიერს ცოლი ლონდონის მერთან ღალატობს

ბრიტანეთის პრემიერს ცოლი ლონდონის მერთან ღალატობს

დასავლური პრესა დიდ ბრიტანეთში აგორებული სკანდალის შესახებ წერს, რომელმაც პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის კარიერას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ბრიტანული პრესა კი დეტალების გამხელაზე უარს ამბობს და მხოლოდ იმის აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხება ორი შუა ხნის ასაკის ადამიანის ღალატს, რომელთაგან არცერთია მთავრობის წევრი.

თუმცა ებრაული წამყვანი გაზეთი "ედიოტ ახრონოტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სკანდალში ბრიტანეთის პრემიერის მეუღლე სამანტა კემერონი და ლონდონის მერი ბორის ჯონსონი არიან გახვეულნი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ რომანი აქვთ, თუმცა ის დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული ეს ყველაფერი სკანდალში ჩართული მხარეებისთვის ცუდად დასრულდეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დევიდ კემერონმა დღეს მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია და პრესაში "ბომბის" სახელით მოხსენიებული სკანდალისა და მისი შედეგების განხილვას აპირებს. როგორც ამბობენ, პრემიერი მთავრობის დათხოვნასაც არ გამორიცხავს.

ებრაული გამოცემის ინფორმაციით, კემრონის თანაშემწეები "შეძრულნი" იყვნენ, როდესაც სკანდალის ფიგურანტთა ვინაობა შეიტყვეს და აღნიშნეს, რომ შექმნილ ვითარებას პოლიტიკური სკანდალის გამოწვევის გარდა, უდანაშაულო ადამიანებისთვის გამოუსწორებელი ტკივილის მიყენება შეუძლია.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა