მაიკლ დუგლასი - ”კიბო ორალური სექსის შედეგად გამიჩნდა”

მაიკლ დუგლასი - ”კიბო ორალური სექსის შედეგად გამიჩნდა”

მაიკლ დუგლასმა გამოცემა the Guardian-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ხორხის სიმსივნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. ვარსკვლავს დიაგნოზი 2010 წელს დაუდგინეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა ის, რომ ახალგაზრდობაში ალკოჰოლსა და სიგარეტს ეტანებოდა, ვარსკვლავმა კატეგორიულად უპასუხა:

"არა. არა იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური სიმსივნე გამოიწვია ადამიანის პაპილომა ვირუსმა, რომელიც კუნილინგუსის შედეგად გადმომედო. დიახ, კუნილინგუსის შედეგად. ვფიქრობდი, რომ საქმე სტრესში იყო, რომელიც ჩემი შვილის დაპატიმრებას მოჰყვა, მაგრამ კიბოს გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს ვენერიული დაავადება გახდა", - აღნიშნა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ერთ-ერთ შოუში სტუმრობისას დუგლასმა საჯაროდ განაცხადა,რომ ყელის კიბოს მეოთხე სტადია დაუდგინეს. ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ, 2011 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ სიმსივნე დაამარცხა. ახლა ვარსკვლავი ნახევარ წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკურ გამოკვლევას იტარებს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება