ვლადისლავ დორონინი "მის ჩინეთს" ხვდება

ვლადისლავ დორონინი "მის ჩინეთს" ხვდება

სუპერმოდელ ნაომი კემპბელთან დაშორების შემდეგ, ვლადისლავ დორონინს თითქმის ყოველ კვირას ახალი საყვარელი ჰყავს. ამასთან, ბიზნესმენს საკმაოდ ეგზოტიკური გემოვნება ჰქონია. დორონინი "მის ჩინეთის" ტიტულის მფლობელს ხვდება.

დორონინი ახალ საყვარელთან ერთად იბიცაზე ისვენებს. მოდელი ლუო ზილინი "მის ჩინეთის" ტიტულის მფლობელი 2011 წელს გახდა.

თუმცა, ლუოს დორონინთან გართობა ძვირად დაუჯდა. ის ნაომისთან ერთად რეალით შოუში The Face მონაწილეობდა. როგორც ჩანს, კემპბელის განაწყენების ყველას ეშინია. ამიტომ სამოდელო სააგენტომ ლუოსთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

მათ ახალგაზრდა მოდელთან კონტრაქტი გაწყვიტეს და ოფიციალურ დოკუმენტში მიუთითეს - "ლუო არაპროფესიონალურად მოიქცა და სამსახურის ეთიკა დაარღვია". სამოდელო სააგენტო MIX Model Management NYC-ის პრეზიდენტმა ნეალ ჰამილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოდელთან კონტრაქტი შეწყვიტა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება