ზემფირა ბათუმსა და თბილისში კონცერტებს გამართავს

ზემფირა ბათუმსა და თბილისში კონცერტებს გამართავს

ზემფირა ბათუმსა და თბილისში კონცერტებს გამართავს. როგორც "ამბები.გე"-ს კონცერტის ორგანიზატორი კომპანია "ლაივ კონცერტის" წარმომადგენლებმა განუცხადეს, ზემფირა კონცერტს 20 ივლისს ბათუმში, "პიაცას" მოედანზე გამართავს, ხოლო  22 ივლისს მთაწმინდის პარკში იმღერებს.

მომღერალი უახლესი ალბომს "Жить в твоей голове" წარმოადგენს. ამ ალბომით მომღერალმა თებერვლის თვიდან ტურნე დაიწყო და უკვე რუსეთისა და უკრაინის გარდა, 23 ქვეყანაში წარადგინა.

კომპანია "ლაივ კონცერტის" დირექტორის, კირილ ხიმიჩევის ინფორმაციით, ზემფირამ შარშანდელი გასტროლის შემდეგ ქართველ მსმენელთან შეხვედრის სურვილი კვლავ გამოთქვა. ბათუმის "პიაცაზე" კონცერტის ჩატარების იდეაც სწორედ მომღერალს ეკუთვნის.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება